საცხოვრებელი სახლი ლისზე
დიზაინი განათების მაქსიმალურ მიღებაზეა ორიენტირებული, შენობის განლაგებისა და სწორი მასალების შერჩევის შედეგად, ინტერიერის ხილვადობა და ენერგოეფექტურობა ერთდროულად იზრდება.
ფასადი დიზაინის თანამედროვე ელემენტებსა და ბუნებრივ გარემოს შორის ჰარმონიის იდეალური მაგალითია: ღია ფერის ხისა და ნაცრისფერი ტრავერტინის ფილები ერთმანეთს მარტივად ერწყმის, რაც ექსტერიერში თანამედროვე, დახვეწილ ეფექტს იძლევა. ფასადში გამოყენებული ხის ჟალუზები ესთეტიკურ ღირებულებასთან ერთად, მდგრად და ენერგოეფექტურ დიზაინსაც უზრუნველყოფს, ხოლო აივნებზე და სახლის გარშემო არსებული გამწვანება ბუნებრივ ატმოსფეროს ეხმიანება.
ბონუსად, სახლის ეზოში ულამაზესი აუზია განთავსებული, რაც კომფორტული დასასვენებელი სივრცის შექმნის გარდა, დიზაინის მნიშვნელოვან შემავსებლად იქცევა. თანამედროვე ესთეტიკისა და ენერგოეფექტურობის ჰარმონიული ნაზავი იდეალურ საცხოვრებელ გარმოს უზრუნველყოფს და ელეგანტურთან ერთად, მდგრად საცხოვრებელ სახლს ქმნის.
Summary
თბილისში, ლისის ტბასთან ახლოს, მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი სწორ რელიეფზეა განთავსებული. ჩვენი ამოცანა მობინადრეებისთვის მშვიდ საცხოვრებელ გარემოსა და ხელმისაწვდომობას შორის იდეალური ბალანსის შექმნა იყო.
Location
ლისი, თბილისი, საქართველო
Site Area
1000მ2
SQM
470მ2
Storeys
2
Completion Year
2023
Client
კონფიდენციალური
Service
არქიტექტურა, მშენებლობა
Project Team
დათა კაპანაძე, მარიამ ქავთარაძე
Contact us
Let's turn your vision into reality together and create a space that expresses your individuality.
Fill out the contact form, and we will get in touch with you shortly.