საცხოვრებელი სახლი თბილისის ზღვაზე
ჩვენი არქიტექტურის ფილოსოფია დაფუძნებული იყო იმაზე, რომ შენობა ტერიტორიაზე განგვეთავსებულიყო სტრატეგიულად სწორი ორიენტაციით, რაც ხელს შეუწყობდა პანორამული ხედების მაქსიმალურ ათვისებას. სახლის ინტერიერში ბუნებრივი განათების მოხვედრას უზრუნველყოფს ალუმინის ვიტრაჟული სისტემა,რომელიც მზის ორიენტაციით არის განთავსებული ფასადებზე.
ტერიტორიის უმაღლეს წერტილზე მდებარე სახლიდან რელიეფურად ჩამოდის კიბე ეზოს ქვედა ნაწილში სადაც გვხდება ხის დეკით მოპირკეთებული ტერასა და აუზი.
სახლის გარეგანი ნაწილის შემუშავებისას, პრიორიტეტი მივანიჭეთ ესთეტიურობას და ხელმისაწვდომობას.
დომინანტურად გამოყენებული დეკორატიული ლესვისა და ხის მოპირკეთების დახვეწილი აქცენტების საშუალებით, ჩვენ მივაღწიეთ გასაოცარ ფასადს, რომელიც ასხივებს ხასიათს და ხიბლს. პირველი სართულის გადახურული ტერასა, ქმნის მყუდრო და სასიამოვნო გარემოს მაცხოვრბელბისათვის. ამას დამატებული მეორე სართულის აივნების წინ განთავსებული საყვავილე აძლიერებს სითბოს და სიმწვანის შეგრძნებას, რაც თანხლებაში მოდის ჩვენს ხედვასთან, შეგვექმნა ჰარმონიული და გამორჩეული საცხოვრებელი სახლი.
Summary
თბილისის ზღვასთან მდებარე ეს საცხოვრებელი სახლი იდეალურად ერწყმის ბუნებას და არსებულ რელიეფს, სახლიდან იშლება პანორამული ხედები . ღია ფერის დეკორატიული ლესვითა და ხის მოპირკეთების გამოყენებით , მივიღეთ დიზაინი რომელიც ხაზს უსვამს ხელმისაწვდომობას და ესთეტიკას.
Location
თბილისი, საქართველო
Site Area
700მ2
SQM
350მ2
Storeys
3
Completion Year
2023
Client
კონფიდენციალური
Service
არქიტექტურა, ლანდშაფტის დიზაინი
Project Team
დათა კაპანაძე, მარიამ ქავთარაძე
Contact us
Let's turn your vision into reality together and create a space that expresses your individuality.
Fill out the contact form, and we will get in touch with you shortly.