საცხოვრებელი სახლი თხინვალაში
პროექტის მთავარი გამოწვევა დახრილი რელიეფი გამოდგა. მიზნად სახლის ბუნებრივ რელიეფთან ისეთი შერწყმა დავისახეთ, რომ ეზოსთვის სივრცე არ დაკარგულიყო. შედეგად სახლის წინ განლაგებული რელიეფური ტერასები მივიღეთ, რაც ესთეტიკურთან ერთად, ფუნქციურ ღირებულებასაც ატარებს.
სახლის ღიობების სტრატეგიულად სწორი მოწყობის დამსახურებით, მაცხოვრებლებისთვის ქალაქზე შესანიშნავი ხედები იშლება, ხოლო შიდა სივრცეში ჭარბად აღწევს ბუნებრივი სინათლე. “Barn House” ტიპის არქიტექტურა სახლს დახვეწილ, თანამედროვე ელფერს სძენს, რასაც ხის მოპირკეთება და, შავი ლითონის გადახურვა ემატება.
დიზაინის შექმნისას უმნიშნველოვანესი ფაქტორი ენერგოეფექტურობა იყო - სახლის განლაგება მზის სინათლის მაქსიმალურ ათვისებას უწყობს ხელს. დამატებით, ეზოში ღია აუზია განთავსებული, რომელიც სიმწვანეში ჩაფლულ მოსასვენებელ სივრცეს ქმნის.
შესაბამისად, სასიამოვნო ვიზუალთან ერთად, სწორი დაგეგმვის შედეგად ენერგოეფექტური და მდგრადი საცხოვრებელი მივიღეთ, რომელიც ბუნებრივად ერწყმის არსებულ რელიეფს და თანამედროვე არქიტექტურას გარემოსთან ჰარმონიულად აერთიანებს.
Summary
ლისის ტბასთან ახლოს, სოფელ თხინვალაში, მდებარე ეს საცხოვრებელი სახლი მშვიდი გარემოთი და შთამბეჭდავი ხედებით გამოირჩევა. აქაურობა იდეალურია მათთვის, ვინც ქალაქის ცენტრიდან
მოშორებით უშფოთველ საცხოვრებელ მიდამოს ეძებს.
Location
თხინვალა, თბილისი, საქართველო
Site Area
600მ2
SQM
290მ2
Storeys
3
Completion Year
2022
Client
კონფიდენციალური
Service
არქიტექტურა, მშენებლობა
Project Team
დათა კაპანაძე, მარიამ ქავთარაძე
Contact us
Let's turn your vision into reality together and create a space that expresses your individuality.
Fill out the contact form, and we will get in touch with you shortly.