საცხოვრებელი სახლი წყნეთში
ქანობიანი სახურავები მოპირკეთებულია ხის პანელებითა და რიგელებით. Პანელები ასევე გვხვდება ფასადზე, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმის ბეტონის დეკორატიული ფილები.
მთავარი ტერასის გადახურვა შავი ლითონის და ხის ელემენტებით არის გადაწყვეტილი, რომელიც გამჭირვალეა და შუშის დახმარებით იცავს მაცხოვრებლებს წვიმისაგან, დამატებით კი, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, საინტერესო შუქჩრდილებს ქმნის.
ტერასაზე ასევე განთავსებულია მეტალის და ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული ბუხარი, რომელიც გარემოს სიმყუდროვეს სძენს. ტერასიდან ეზოში ჩასასვლელი კიბეებით კი ვხვდებით აუზის სივრცეში, რომელიც ასევე ორიენტირებულია ხედებისაკენ.
Პროექტზე მუშაობისას ჩვენი მიზანი იყო მიგვეღო მაქსიმალურად არასტანდარტული და საინტერსო არქიტექტურა, თანამედროვე ელემენტებით, რომელიც მაცხოვრებლებისთვის კომფორტული იქნებოდა, სტუმრებს კი დასამახსოვრებელ გამოცდილებას შეუქმნიდა.
Summary
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი წყნეთში, რომელიც განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა. Სახლი ხევის ნაპირზე მდებარეობს, და მისი ღიობებიდან იშლება ულამაზესი ხედები და სივრცეები.
Location
წყნეთი, საქართველო
Site Area
500მ2
SQM
330მ2
Storeys
2
Completion Year
2021
Client
კონფიდენციალური
Service
არქიტექტურა
Project Team
დათა კაპანაძე, მარიამ ქავთარაძე
Contact us
Let's turn your vision into reality together and create a space that expresses your individuality.
Fill out the contact form, and we will get in touch with you shortly.