საცხოვრებელი სახლი ბეთანიაში
დახვეწილი იერსახის მისაღებად, სახლის ფასადში ღია ფერის აგურისა და შავად შეღებილი ხის მოპირკეთებაა გამოყენებული, რაც სახლს მყუდროებას სძენს და გარემოსთან მის ინტეგრირებას ამარტივებს. გამძლეობასთან ერთად, მეტალის გადახურვა ვიზუალურ ეფექტსაც უზრუნველყოფს. მასალების ამ კომბინაციით შევქმენით ფასადი, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ბუნებრივ გარემოს.
არქიტექტურულად, სახლი ძველი და თანამედროვე სტილის ნაზავს წარმოადგენს. ამ შერწყმის კარგი მაგალითი კი დახრილი სახურავებია, რომელიც კლასიკური და თანამედროვე დიზაინის ელემენტებს აერთიანებს - ასე იქმნება სახლის გამორჩეული ხასიათი.
მასალების გააზრებული და ეფექტური გამოყენების, დახვეწილი არქიტექტურისა და ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმის შედეგად, ბეთანიაში მდებარე სახლი მის მობინიადრეებს ცხოვრების უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.
მოკლე აღწერა
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი სოფელ ბეთანიაში, უნიკალურ გარემოში მდებარეობს. Სახლის უკან ულამაზესი ტყე და ხევი გვხვდება. სახლიდან მთავარი ხედი სწორედ ამ სიმწვანეზე იშლება და მობინადრეებისთვის განსაკუთრებულ სანახაობას ქმნის.
ლოკაცია
ბეთანია, საქართველო
მიწის ფართობი
600მ2
კვ.მ
300მ2
სართული
2
დასრულების თარიღი
2020
დამკვეთი
კონფიდენციალური
სერვისები
არქიტექტურა
პროექტის გუნდი
დათა კაპანაძე, მარიამ ქავთარაძე
დაგვიკავშირდით
ერთად ვაქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად, შევქმნათ სივრცე, რომელიც გამოხატავს თქვენს ინდივიდუალიზმს
შეავსეთ საკონტაქტო ფორმა და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით